logo
ENG



"ოცნების სამარცხვინო მასკარადი უნდა დასრულდეს" - ოპოზიცია ლელოს ოფისში შეიკრიბა

25 იან 202117:05
3 წუთის საკითხავი
 

დღეს, 25 იანვარს, ოპოზიცია ლელოს ოფისში შეიკრიბა. 

მათ შეხვედრის შესახებ საჯაროდ არ განუცხადებიათ, ინფორმაცია ფორმულამ მოიპოვა. 

შეხვედრის დასრულების შემდეგ ნიკა მელიამ თქვა, რომ ქართულმა ოცნებამ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც აუცილებელია - ხელი მოაწეროს მანდატების გაუქმების შესახებ ოპოზიციონერების განცხადებებს. 

"ჯერჯერობით ქართულმა ოცნებამ უნდა გააკეთოს ის, რისი გაკეთებაც მას არ სურს, მაგრამ უწევს. უპრეცედენტო ერთობა, რომელიც გამოიხატა პარლამენტში არშესვლაში. ამას შჭირდება ქართული ოცნების ხელმოწერა, რასაც არ აკეთებს. რეგლამენტსაც კი არღვევს, რომელსაც თითქოს ძალიან დიდ პატივს სცემს ოცნება. გააკეთონ ის, რაც ევალებათ რეგლამენტის მიხედვით და ამის შემდეგ ოპოზიცია საზოგადოებას გეგმებთან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდის". - თქვა მელიამ. 

გიგა ბოკერიას თქმით კი, ოპოზიციის მიდგომები მყარია ვადამდელ არჩევნებთან, პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთნ, საარჩევნო ადმინისტრაციის და სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით.

"ეს სამარცხვინო მასკარადი, ხან რომ იმუქრებიან, შეწყვიტეთ ბოიკოტიო, ხან მანდატების გაუქმების საკითხს რომ წელავენ, სამარცხვინო, უნდა დასრულდეს". - თქვა ბოკერიამ. 


close დახურვა